მუხლუხოიანი ექსკავატორის გაქირავება - Caterpillar 322 CL
Caterpillar 322 CL არის 22-ტონიანი მუხლუხოიანი ექსკავატორი. თხრის სიღრმე 6.7 მ-ია, თხრის რადიუსი 9.8 მ, ხოლო კოვზის ტევადობა 1.3-1.6 მ³. გამოდგება გრუნტის ამოსაღებად, ფუნდამენტის მოსასწორებლად, ღრმა თხრილებისა და მძიმე მიწის სამუშაოებისთვის. ქირავდება ოპერატორითა და საწვავით მთელ საქართველოში.
- ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით
- დღიური სამუშაო დრო: 8 საათი
- ოპერატორის მომსახურება ფასში გათვალისწინებულია
- საწვავის ხარჯი ფასში გათვალისწინებულია
- ტრანსპორტირება ემატება და ინდივიდუალურად განისაზღვრება ლოკაციის მიხედვით
- 7 დღით ან მეტით ქირაობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება


მახასიათებლები
- წონა
- 22 ტ
- გაბარიტი
- 9.5 × 3.2 × 3.1 მ
- თხრის სიღრმე
- 6.7 მ
- თხრის რადიუსი
- 9.8 მ
- წვდომა სიმაღლეზე
- 10 მ
- კოვზის ტევადობა
- 1.3 - 1.6 მ³
- ძრავა
- 7.6 ლ, 114 კვტ
- გამოშვების წელი
- 2003
- საწვავის ტიპი
- დიზელი
- საწვავი
- ფასშია
რისთვის გამოდგება
გრუნტის ამოღება, ფუნდამენტის მოსწორება, ღრმა თხრილები, მძიმე მიწის სამუშაოები.
გასათვალისწინებელია
- მუხლუხოებით ასფალტსა და მოპირკეთებულ გზაზე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება (საფარს აზიანებს), ამიტომ ობიექტზე სპეციალური ტრალით გადაგვყავს.
- 22-24 ტონა მასისა და დიდი გაბარიტების გამო არ ვარგა მჭიდროდ დასახლებული ეზოებისა და დახურული სივრცეებისთვის.
სად ვმუშაობთ
მუხლუხოიანი ექსკავატორი (ხშირად უბრალოდ „ექსკავატორი“) ქირავდება ოპერატორითა და საწვავით.
ვემსახურებით მთელ საქართველოს. ყველაზე ხშირად ვმუშაობთ თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, საგარეჯოში, დუშეთში, კასპში, გორში და ამ ქალაქების შემოგარენში. სხვა რეგიონებშიც მივდივართ - ტრანსპორტირებას ლოკაციის მიხედვით ვითვლით. ბაზა: ნატახტარი, მცხეთის რაიონი.
ekskavatoris kiraoba, ikirave ekskavatori




