ექსკავატორ-დამტვირთველის გაქირავება - JCB 5CX
JCB 5CX არის უნივერსალური ექსკავატორ-დამტვირთველი: უკანა კოვზით თხრის 6.5 მ სიღრმეზე (რადიუსი 5.5 მ), წინა 1.3 მ³ კოვზით კი ტვირთავს ნაყარ მასალას. გამოდგება მიწის თხრისთვის, ტერიტორიის გასასწორებლად და ზოგადი სამშენებლო სამუშაოებისთვის.
- ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით
- დღიური სამუშაო დრო: 8 საათი
- ოპერატორის მომსახურება ფასში გათვალისწინებულია
- საწვავის ხარჯი ფასში გათვალისწინებულია
- ტრანსპორტირება ემატება და ინდივიდუალურად განისაზღვრება ლოკაციის მიხედვით
- 7 დღით ან მეტით ქირაობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება


მახასიათებლები
- თხრის სიღრმე
- 6.5 მ
- თხრის რადიუსი
- 5.5 მ
- წინა კოვზი
- 1.3 მ³ (მაქს. 4.4 ტ)
- უკანა კოვზი
- 0.3 მ³ (მაქს. 1.4 ტ)
- წონა
- 8.5 ტ
- გაბარიტი
- 5.9 × 2.4 × 3.9 მ
- ძრავა
- 4.4 ლ, 87 კვტ
- გამოშვების წელი
- 2014
- საწვავის ტიპი
- დიზელი
- საწვავი
- ფასშია
რისთვის გამოდგება
მიწის თხრა, ტერიტორიის გასწორება, ნაყარი მასალის ჩატვირთვა და ზოგადი სამშენებლო სამუშაოები.
გასათვალისწინებელია
- უნივერსალურია, მაგრამ არ არის განკუთვნილი დიდი მასშტაბის, ღრმა ან კლდოვანი ქვაბულებისთვის. ასეთ სამუშაოზე მუხლუხოიანი ექსკავატორი სჭირდება.
- წინა კოვზის ჩატვირთვის სიმაღლე მაღალბორტიან სატვირთოებთან შედარებით შეზღუდულია.
სად ვმუშაობთ
ექსკავატორ-დამტვირთველი (ხშირად „ტრაქტორ-ექსკავატორად“ მოიხსენიებენ) გამოდგება მცირე და საშუალო მიწის სამუშაოებისთვის.
ვემსახურებით მთელ საქართველოს. ყველაზე ხშირად ვმუშაობთ თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, საგარეჯოში, დუშეთში, კასპში, გორში და ამ ქალაქების შემოგარენში. სხვა რეგიონებშიც მივდივართ - ტრანსპორტირებას ლოკაციის მიხედვით ვითვლით. ბაზა: ნატახტარი, მცხეთის რაიონი.
ekskavator damtvirtvelis kiraoba, ikirave teqnika




